უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დრონების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა - Reuters

უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა. Reuters-ის ცნობით, თათრეთში რუსეთის სიდიდით მესამე გადამამუშავებელი ქარხანა და „შაჰედის“ ტიპის დრონების ქარხანა დაზიანდა.


უკრაინული თვითმფრინავები თავს დაესხნენ ქარხანას ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 1300 კმ-ში და დაარტყეს მთავარ საწარმოს, რომელიც დღეში დაახლოებით 155 000 ბარელ ნედლ ნავთობს ამუშავებს. უკრაინულმა დაზვერვის წყარომ სააგენტოს კიევში განუცხადა, რომ უკრაინის მიზანი რუსეთის ნავთობით მიღებული შემოსავლების შემცირებაა. რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მდებარე საწარმოებზე, მათ შორის, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, დრონებით შეტევა საკმაოდ გახშირდა. ამ რეგიონებს შორის თათრეთზე შეტევა პირველად განხორციელდა.


„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში მდებარე სანავთობო და სამხედრო დანიშნულების საწარმოებზე შორი მოქმედების დრონებით იერიში უკრაინის დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების ერთობლივი სპეცოპერაციის ფარგლებში განხორციელდა. უკრაინული წყაროების ცნობით, დრონის იერიშის შედეგად განადგურდა ნიჟნეკამსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ადრეული ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარი.

გასულ წელს Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი დრონებს მასობრივად თათრეთში, ელაბუგის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში მდებარე ქარხანაში აწარმოებდა. 

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და სრულმასშტაბიან ომს ამ დრომდე აწარმოებს .