გერმანიაში დააკავეს რუსული გემი სანქცირებული საქონლით, რომელიც შეერთებულ შტატებში უნდა მიეწოდებინათ. შემოწმების დროს საბაჟო ინსპექტორებმა ბორტზე აღმოაჩინეს საქონელი, რომელიც ევროკავშირის სანქციებს ექვემდებარებოდა.
უკრაინული Unian-ის ცნობით, როგორც გაზეთი Ostseezeitung-ი იტყობინება, ხომალდს არყის ხე და გამდიდრებული ურანი გადაჰქონდა ამერიკული ატომური ელექტროსადგურებისთვის და ის სწორედ ხის გამო დააკავეს.
ტვირთის საერთო ღირებულება დაახლოებით 40 მილიონი ევროა. დაზიანებული გემი იმყოფება გადამზიდავი კომპანიის ფლოტში, რომელსაც აქვს ფილიალები და ოფისები კანადაში, აშშ-ში, რუსეთში (სანკტ-პეტერბურგი) და უკრაინაში (ოდესა) და სხვა ქვეყნებში.
193 მეტრის სიგრძის გემი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მიცურავდა და ტექნიკური პრობლემების გამო, 4 მარტს როსტოკის პორტში იძულებით გაჩერდა. გემ Atlantic Navigator 2-ისა და მის ტვირთის გარშემო გერმანია აწარმოებს გამოძიებას, რომლის დასრულებამდე სატვირთო გემს პორტის დატოვების უფლება არ აქვს.
შეგახსენებთ, უკრაინაშინ წარმოებული ომის გამო, რუსეთი დასავლური სანქციების ქვეშაა.