ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსს ომისთვის ამზადებს

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რესპუბლიკა ომისთვის ემზადება.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს შესაბამისი ქვედანაყოფების საჭირო მომზადება, ჯარებს სხვადასხვა ტიპის იარაღი და აღჭურვილობა მიეწოდება.

„არავის დაუჯეროთ, რომ ომი გვინდა. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამაზე გულახდილად ვსაუბრობ. "თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვის," - ძალიან სწორად არის ნათქვამი, “- ციტირებს მედია ლუკაშენკოს. „თუ ვინმე იქიდან [არამეგობრული ქვეყნებიდან] ყვირის და გვაკრიტიკებს, იცოდეთ: ჩვენ სწორად ვიქცევით. თუ იქ ქებას დაგვიწყებენ, უბედურებაა,“ - აღნიშნა ლუკაშენკომ.


ის ამბობს, რომ ბელორუსი არავის ემუქრება.

„ჩვენ არ გვინდა სხვისი მიწა. ღმერთმა ქნას, ჩვენი დავამუშაოთ," - განაცხადა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, დასავლეთი ლუკაშენკოს მიიჩნევს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ.