უკრაინამ მსოფლიოში პირველი მიწისქვეშა სკოლა ააშენა

ხარკოვში მსოფლიოში პირველი მიწისქვეშა სკოლის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ხარკოვის მერი იჰორ ტერეხოვი აცხადებს.

„პირველი მიწისქვეშა სკოლის მშენებლობა დასრულებულია. ამჟამად ვასრულებთ ბოლო დეტალებს, ვიდრე გაკვეთილებს დავიწყებთ. შენობა აშენდა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით, 20 საკლასო ოთახით და გათვლილია ორ ცვლისთვის - 900 მოსწავლისთვის," წერს ტერეხოვი. მან ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო სასწავლო წელს სტუდენტების ჩარიცხვა თითქმის დასრულებულია. წელს უკვე 600 ბავშვი მიუსხდება მერხს.


მადლობას ვუხდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, სამშენებლო კომპანიებსა და პედაგოგებს ხარკოვისთვის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის უმოკლეს დროში რეალიზებისთვის! ჩვენ ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მსგავსი სკოლების მშენებლობა ქალაქის სხვა რაიონებში, რათა ყველა ჩვენს შვილს ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა ხარისხიან და რაც მთავარია, უსაფრთხო განათლებაზე,“ - აღნიშნა ხარკოვის მერმა.

ხარკოვის განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ოლჰა დემენკომ განაცხადა, რომ პირველ მიწისქვეშა სკოლას ექნება რესურს ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, კაფეტერია და 20 საკლასო ოთახი.


2023 წელს ხარკოვის რეგიონმა მეორე ადგილი დაიკავა იმ რეგიონების სიაში, სადაც საჰაერო თავდასხმები ყველაზე დიდი ხანგრძლივობით იყო. 2024 წლის განმავლობაში რუსეთი თითქმის ყოველდღიურად ბომბავს ხარკოვს. შესაბამისად, ასეთ პირობებში მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა რეალურად მხოლოდ მიწისქვეშა სკოლაშია შესაძლებელი.