რუსი ტერორისტები უკრაინაზე დარტყმებისთვის სულ უფრო შორი მანძილის პასუხებს იღებენ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რუსი ტერორისტები უკრაინაზე დარტყმებისთვის პასუხს იღებენ.“

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ქალაქ დნიპროში სამაშველო სამუშაოები გრძელდება რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, რომლის შედეგადაც 13 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 5 ბავშვი.


„ყველა სამსახური ადგილზეა. და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც რეაგირებას ახდენს, ვინც დარტყმების ადგილზე გადის, რათა რაც შეიძლება სწრაფად გაუწიოს ხალხს დახმარება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსი ტერორისტები პასუხს იღებენ თავიანთი დარტყმებისთვის. და ყოველ ჯერზე სულ უფრო შორი მანძილის პასუხებს. მადლობა ყველა ჩვენს მეომარს, ყველა უკრაინელ კაცსა და ქალს, ვინც ამას უზრუნველყოფს,” - განაცხადა ზელენსკიმ.


მისივე თქმით, ომის რუსულმა სისტემამ და ყველამ, ვინც ამ აგრეასიაშია ჩართული, რეალურად უნდა იგრძნონ, რომ აგრესია ასე მარტივად არ გაუვათ.

შეგახსენებთ, 2 აპრილის ღამეს თათრეთის რესპუბლიკაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. მოგვიანებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადეს, რომ ეს მათი ერთობლივი ოპერაცია იყო.