ჯონ კირბი: აშშ ეძებს გზებს უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების უზრუნველსაყოფად

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, აშშ-ის ადმინისტრაცია გააგრძელებს უკრაინელებისთვის სასწრაფო დახმარების გაწევის გზების ძიებას, როგორც ეს გასულ თვეში გააკეთა.

„ჩვენ უკვე შემოვიღეთ გარკვეული გადაუდებელი ზომები. თქვენ ნახეთ, როგორ შეძლო პენტაგონმა მიეღო 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის გადაუდებელი დახმარების პაკეტი მათთვის. გავაგრძელებთ ძებნას და ვნახოთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ“, - აღნიშნა კირბიმ.


კითხვას, არსებობს თუ არა ბოლო ვადა, რომლის შემდეგაც, მთავრობა დაიწყებს მეტის გაკეთებას უკრაინის მხარდასაჭერად, კირბიმ უპასუხა, რომ ეს ვადა დიდი ხანია დადგა, როდესაც პრეზიდენტმა კონგრესს დახმარების პაკეტით მიმართა.

მანვე აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატაში კანონმდებლების უმოქმედობის გამო, უკრაინელი მეთაურები ადგილზე იღებენ რთულ გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, როგორ დაზოგონ საბრძოლო მასალა პოზიციების შესანარჩუნებლად.