ოთხშაბათს, 3 აპრილს, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა Twitter (X) დაწერა. სოციალურ ქსელში თავის პოსტს სტუბმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან ერთად გადაღებული ფოტო დაამატა.
„ჩვენ გვქონდა კარგი დისკუსია უკრაინისადმი ფინეთის ძლიერ და მუდმივ მხარდაჭერაზე, უფრო ფართო ევროპულ პერსპექტივასა და უკრაინის სამშვიდობო ფორმულაზე, რომელსაც ფინეთი მთელი გულით უჭერს მხარს,“ - აღნიშნა სტუბმა.
მან დასძინა, რომ ზელენსკიმ მიაწოდა ინფორმაცია ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
„ჩემი მთავარი მესიჯი: ფინეთი იქნება თქვენთან იმდენ ხანს, რამდენიც დაგჭირდებათ," - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა. ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ალექსანდრე სტუბმა თანამდებობა ოფიციალურად პირველ მარტს დაიკავა და მან საული ნიინისტო შეცვალა.