ავსტრია უკრაინის ჰუმანიტარული პროექტებისთვის $2,2 მილიონს გამოყოფს

ავსტრია უკრაინას 2 მილიონი ევროს (2,2 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ჰუმანიტარული დახმარებით დაუჭერს მხარს. იტყობინება ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 3 აპრილს. ავსტრია სულ 21,5 მილიონ ევროს გამოყოფს კატასტროფების დახმარების ფონდიდან, ჰუმანიტარული დახმარებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტებისთვის კი, 2 მილიონი ევრო გამოიყოფა.


ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ომებით, სიღარიბით, მიგრაციითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლობალური ჰუმანიტარული კრიზისები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. გაეროს შეფასებით, დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი ამჟამად საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას.


„ჩვენი უსაფრთხოება ევროპაში ასევე დიდწილად დამოკიდებულია ჩვენი მეზობლების უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე,“ - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა.

ნეჰამერმა მარტში განაცხადა, რომ ის გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინისთვის იარაღის შესაძენად გამოყენებას ეწინააღმდეგება.