მოსკოვში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში პენსიონერი სათამაშო ავტომატით შესვლას ცდილობდა. როგორც APA-ს მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი იტყობინება, 3 აპრილის დილით, FSO-ს ოფიცრებმა საეჭვო გარეგნობის კაცი შენიშნეს. დაცვის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს.
მას თან ჰქონდა ნივთი, რომელიც ავტომატს ჰგავდა. კაცი დააკავეს. ვიქტორ კრასივსკიმ პოლიციას განუმარტა, რომ 15 წელია, ცდილობს პრეზიდენტთან შეხვედრას, მაგრამ მას ყოველთვის უარს ეუბნებოდნენ. კრასივსკი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც, ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.