მსოფლიო პატრიარქს აღდგომის დღესასწაულის საერთო თარიღის დადგენა სურს

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანებს აღდგომის ერთად აღნიშვნისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Catholic Culture იუწყება. პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ საერთო თარიღზე შეთანხმება უკვე მომავალ წელს მიიღწევა. 2025 წელს სრულდება 1700 წლისთავი ნიკეაში პირველი საეკლესიო სინოდის მოწვევიდან, რომელმაც ჩამოაყალიბა აღდგომის თარიღის განსაზღვრის წესები. მრავალი წლის წინ, მსოფლიო პატრიარქმა აღდგომის საერთო თარიღის შესახებ შეთანხმებასსაიუბილეო თარიღისთვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანი საკითხი უწოდა.


  • „ვევედრებით უფალს, რომ მომავალი წლის აღდგომის აღნიშვნა [ორივე კალენდრით 20 აპრილი] არ იყოს მხოლოდ შემთხვევითი მოვლენა, არამედ, იყოს ერთიანი თარიღის დასაწყისი მის აღსანიშნავად როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური ქრისტიანობის მიერ.“

„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რადგან ორივე მხარეს არის კეთილგანწყობა და სურვილი. რადგან, მართლაც არ არის მართებული, ერთი უფლის ერთი აღდგომის უნიკალური მოვლენის განცალკევებით აღნიშვნა," აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა. აღდგომა წელს გრიგორიანული კალენდრით 31 მარტს, ხოლო იულიუსის კალენდრით 5 მაისს აღინიშნება.