ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგური კვლავ გათიშვის ზღვარზეა, რადგან რუსეთის ძალების მხრიდან დაბომბვის შემდეგ, ერთი ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა.
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია Enerhoatom-ი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ინტენსიური თავდასხმების ფონზე ქსელიდან გამოირთო ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის ორი სადენიდან ერთ-ერთი.
„კიდევ ერთხელ გაჩნდება ბირთვული და რადიაციული ავარიის საფრთხე დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, თუ ეს უკანასკნელი დარჩენილი ხაზი, რომელიც აკავშირებს ობიექტს უკრაინის ელექტრო ქსელთან, გაითიშება და სადგური კვლავ ჩაქრება, რაც ქარხნის უსაფრთხო მუშაობის პირობების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს,“ – აცხადებენ „ენერგოატომი“.
ზაპოროჟიეს 2022 წლის მარტიდან რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.