„მივიღეთ გადაწყვეტილება [უკრაინაში] NATO-ს მისიის შექმნის შესახებ," - ეს განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში, ალანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გააკეთა.
მინისტრებმა განიხილეს წინადადება უკრაინისთვის სპეციალური ხუთწლიანი, 100 მილიარდიანი დახმარების ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ალიანსის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში და იმის დემონსტრირებას, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. სიკორსკიმ აღნიშნა, რომ 100 მილიარდი აშშ დოლარი მნიშვნელოვანი თანხაა და რომ ფონდში მშპ-ს პროპორციულად შეტანილი რესურსები გასათვალისწინებელია. სიკორსკი ინიციატივას ღირებულად მიიჩნევს და თვლის, რომ კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია მოლაპარაკებების გზით.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება [უკრაინაში] NATO-ს მისიის შექმნის შესახებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევდივართ ომში, არამედ ნიშნავს იმას, რომ ახლა ჩვენ შევძლებთ გამოვიყენოთ NATO-ს კოორდინაციის, წვრთნისა და დაგეგმვის შესაძლებლობები უკრაინის უკეთესად მხარდაჭერისთვის," - განაცხადა სიკორსკიმ.
სიკორსკიმ ასევე დაადასტურა, რომ ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმებებთან დაკავშირებით, (როგორიცაა ვარშავასა და კიევს შორის) პროგრესია, თუმცა ხელმოწერის თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.