რუსულმა ძალებმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველi მიზანმიმართული თავდასხმა განახორციელეს მზის ელექტროსადგურზე, განაცხადა 4 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის სახელმწიფო ქსელის ოპერატორის ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ კუდრიცკიმ.
კუდრიცკის თქმით, ენერგოსისტემაში მწვავე დეფიციტი არ არის, რადგან თბილი ამინდის გამო ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარება იკლებს. ამასთან, მზის ელექტროსადგურებში წარმოება სეზონურად იზრდება.
„გუშინ (3 აპრილს) მტერმა მზის ელექტროსადგურს დაარტყა. ეს არის პირველი შემთხვევა, (ყოველ შემთხვევაში ჩემს მეხსიერებაში) როდესაც ისინი თავს ესხმიან განახლებადი ენერგიის ობიექტს,” - თქვა კუდრიცკიმ დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
მოსკოვმა სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების დარტყმები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახლახან გააძლიერა და დაიწყო ფართომასშტაბიანი თავდასხმები ენერგეტიკულ ობიექტებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. გასული ერთი თვის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 400-ზე მეტი რაკეტა და 600 „შაჰედის“ ტიპის თვითმფრინავი გაუშვეს.