ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში მიმავალი სატვირთო გემი სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვამ დააკავა

სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვამ დააკავა სატვირთო გემი DEYI, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან ჩინეთის გავლით, რუსეთში მიემართებოდა, იტყობინება სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სანქციების შესაძლო დარღვევას, აშშ-სთან თანამშრომლობით იკვლევს მაგრამ დამატებითი კომენტარისგ გაკეთებისგან უწყებამ თავი შეიკავა.


გემკის კაპიტანი ჩინეთის მოქალაქე იყო. ეკიპაჟის წევრები - ინდონეზიისა და ჩინეთის მოქალაქეები. მას შემდეგ რაც ეკიპაჟმა უარი თქვა გაჩერების ბრძანების შესრულებაზე, სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვამ გემი ბუსანის პორტში ნავსადგურზე გადაიყვანა. Yonhap-ის ცნობით, ამჟამად უცნობია, დაარღვია თუ არა გემმა სანქციები, რადგან ეკიპაჟმა უარი თქვა ტვირთის შემოწმებაზე.


გაეროს რეზოლუცია, რომელიც 2017 წელს არის მიღებული, საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, შეაჩერონ, შეამოწმონ და ჩამოართვან ნებისმიერი გემი მათ ტერიტორიულ წყლებში, თუ იგი ეჭვმიტანილია ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ აკრძალულ საქმიანობაში.