უკრაინა ყველა რუსული დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება

რუსეთმა უკრაინას წუხელ ბალისტიკური რაკეტებით და Shahed-131/136 ტიპის დრონებით შეუტია, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მათ ყველა დრონი გაანადგურეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, ღამით მტერმა უკრაინას „ს-300/S-400“ ტიპის ორი მართვადი საზენიტო რაკეტით, ბალისტიკური „ისკანდერ-მ“-ის სამი რაკეტით და „შაჰედის“ ტიპის 13 დრონით შეუტია.

„უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა ცამეტივე „შაჰედის“ დრონი ჩამოაგდეს ზაპოროჟიეს, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.