იაპონიის მთავრობამ პარასკევს გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდის შესახებ, რომელიც 17 აპრილს შევა ძალაში.
იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, 164 საქონლის ექსპორტი, მათ შორის, ავტომობილის ძრავის ზეთისა და ოპტიკური აღჭურვილობის რუსეთში შეტანა აკრძალოს.
მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა იმ ჩამონათვალის ექსპორტის აკრძალვა, რომლებსაც შეუძლიათ, გააძლიერონ რუსეთის ინდუსტრიული ბაზა.
იაპონიის ვაჭრობის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მან გადახედა მინისტრის ცნობას, რომელიც რუსული არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტს კრძალავს. ეს ზომა 10 მაისიდან ამოქმედდება.