ტაჯიკეთის არქიტექტურისა და მშენებლობის კომიტეტმა, მშენებლობასა და რეკონსტრუქციაში მზის ელექტრო სისტემების სავალდებულო გამოყენება დაამტკიცა. როგორც Asia Plus-ი იუწყება, ამიერიდან, გარდა რეგულარული ელექტრო ქსელისა, შენობები აღჭურვილი უნდა იყოს მზის პანელებით, ღამის ენერგიის შესანახად. ეს ნაბიჯი მწვანე ეკონომიკის განვითარების სტრატეგიისა და სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების სტრატეგიის ნაწილია.
„ბრძანება მოიცავს სხვადასხვა ტიპის შენობებს, მათ შორის, საგანმანათლებლო, სამედიცინო, კულტურულ, ტურისტულ, ადმინისტრაციულ, საზოგადოებრივ, სპორტულ კომპლექსებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საწარმოებს, სავაჭრო და სერვის ცენტრებს, კვების ობიექტებსა და გასართობ პარკებსაც კი, გზებსა და ქუჩებს,“ წერს გამოცემა.
სამთავრობო უწყებები ამ კანონის შესრულებას, პროექტების განხილვისას, ასევე, შენობების მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღებისას მონიტორინგს გაუწევენ. ასევე მიიღება ზომები მზის ენერგიის სისტემების მასალებისა და აღჭურვილობის ფასების დასარეგულირებლად.