შეერთებული შტატები აგრძელებს ქმედებებს ირანისა და მისი გადამზიდავი კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც იარაღს აგზავნიან რუსეთში. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო იტყობინება. დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) Oceanlink Maritime DMCC-ისა და მისი გემების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.
„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული Oceanlink-ი ათზე მეტი ხომალდისგან შემდგარ ფლოტს მართავს , რომლებიც ღრმად არიან ჩართულბი ირანული საქონლის გადაზიდვაში,“ განმარტეს ხაზინაში.
აშშ-ის ფინანსთა მდივნის მოადგილის ბრაიან ნელსონის თქმით, ვაშინგტონი ორიენტირებულია ირანის შესაძლებლობების შესუსტებაზე, დააფინანსოს თავისი ტერორისტული მარიონეტები და მისი ფილიალები, ასევე, მხარი დაუჭიროს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ლიდერებმა ირანი მარტში გააფრთხილეს, რომ ის ევროკავშირის საპასუხო მოქმედების წინაშე აღმოჩნდებოდა, თუ თეირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემდა.