ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ინიციატივას, ხელახლა სცადოს „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში - სიტყვა - „უცხო ძალა“, ნამდვილად არ ჟღერს ძალიან მეგობრულად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს დახმარება პარტნიორი ქვეყნისგან მოდის,“ წერს კუბერნატი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
-
ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
-
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია