ნორვეგიამ თავდაცვის გაძლიერების ისტორიული გეგმა წარადგინა

ნორვეგიის მთავრობამ დაამტკიცა ახალი გეგმა, რომელიც თავდაცვის ხარჯებს 2036 წლისთვის თითქმის გააორმაგებს. ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება. გეგმა ითვალისწინებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას 600 მილიარდი კრონით (56 მილიარდი დოლარი) 2036 წლამდე. მთავრობამ გეგმას ისტორიული უწოდა.


„ნორვეგიის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთავრობის ყველაზე ფუნდამენტური ამოცანაა. ჩვენ გვჭირდება დაცვა, რომელიც ადაპტირებულია არსებულ ვითარებასთან და საფრთხის ლანდშაფტთან. ეს გეგმა ისტორიული სტიმულია ნორვეგიის შეიარაღებული ძალებისთვის და ითვალისწინებს ყველა სახის თავდაცვის მნიშვნელოვან გაძლიერებას,“ - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესება, წვევამდელთა რაოდენობის გაზრდა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კრიტიკული ხარვეზების გამოსწორება, მნიშვნელოვანი ინვესტიციები საზღვაო ძალებში, არმიის გაძლიერება და ტერიტორიული თავდაცვა. ნორვეგია ასევე აპირებს, მიაღწიოს NATO-ს მიზანს, რომელიც 2024 წლის დასაწყისში - დაგეგმილზე ორი წლით ადრე, თავდაცვისსთვის მშპ-ს 2%-ის დახარჯვას გულისხმობს.