სამხრეთ კორეა უკრაინას $2,3 მილიარდიანი დახმარების პაკეტს გადასცემს

სამხრეთ კორეა უკრაინას 2,3 მილიარდი დოლარის ოდენობის საშუალო და გრძელვადიანი დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

სეული 12 მილიონ დოლარს გამოყოფს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების რეაბილიტაციისთვის NATO-ს სატრასტო ფონდის მეშვეობით.


გარდა ამისა, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის იარაღით მხარდაჭერა გავლენას ახდენს არამხოლოდ ევროპის, არამედ, კორეის ნახევარკუნძულისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებაზე.