უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.
Reutersის ცნობით, აქციის ორგანიზატორი იურისტი პიტერ მადიარი იყო, რომელიც ადრე ხელისუფლებასთან იყო დაახლოებული, 43 წლის მაგიარი ორბანის პარტია ფიდესს თებერვალში გამოეყო. ცოტა ხნის წინ კი, პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბა.
„ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს და ვაშენებთ ახალ ქვეყანას, სუვერენულ, მოდერნულ, ევროპულ უნგრეთს," - განაცხადა მაგიარმა. ის ქვეყანაში მორალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების გატარების მოწოდებებით გამოდის.
„ჩვენ არ გვეშინია“; „ორბანი გადადგეს!“ სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
მსგავსი დემონისტრაციები ბუდაპეშტში 15 და 27 მარტს, ასევე ათი ათასობით მოქალაქის მონაწილეობით გაიმართა.