ერდოღანმა თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საბაჟო სატრანზიტო ოპერაციების გამარტივების შეთანხმება დაამტკიცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საბაჟო სატრანზიტო ოპერაციების გასამარტივებლად, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

  • შეთანხმება მიზნად ისახავს ტრანზიტით გადატანილი საქონლის საბაჟო პროცედურების გამარტივებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რომელიც სამივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადის.

შეგახსენებთ, 2022 წლის 18 აგვისტოს ბაქოში გაფორმდა „შეთანხმება თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობებს შორის, მონაცემების წინასწარი გაცვლის შესახებ, საბაჟო სატრანზიტო ოპერაციების გამარტივებისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში.“