თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საბაჟო სატრანზიტო ოპერაციების გასამარტივებლად, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
- შეთანხმება მიზნად ისახავს ტრანზიტით გადატანილი საქონლის საბაჟო პროცედურების გამარტივებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რომელიც სამივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადის.
შეგახსენებთ, 2022 წლის 18 აგვისტოს ბაქოში გაფორმდა „შეთანხმება თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობებს შორის, მონაცემების წინასწარი გაცვლის შესახებ, საბაჟო სატრანზიტო ოპერაციების გამარტივებისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში.“