რუსეთთან საეჭვო კავშირების გამო, ევროკავშირმა თურქული ავიაკომპანიისთვის საჰაერო სივრცე დახურა - მედია

ევროკავშირმა, რუსეთთან საეჭვო კავშირების გამო, თურქული ავიაკომპანია Southwind Airlines-ისთვის საჰაერო სივრცე დახურა. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა განაპირობა.


პირველი, ვინც Southwind-ზე გამოძიება დაიწყო, ფინეთის ხელისუფლება იყო მას შემდეგ, რაც კომპანიამ ანტალია-ჰელსინკის შორის ახალი მარშრუტი შესთავაზა. ფინეთის მიმართულებით რეისებთან ერთად, Southwind Airlines მარშრუტების გახსნას თურქეთიდან ბერლინში, დიუსელდორფში და გერმანიის სხვა ქალაქებში გეგმავდა.


თურქეთში რეგისტრირებული კომპანია Southwind Airlines 2022 წლის აპრილში, ომის დაწყებიდან მალევე, დაარსდა. გამოძიების თანახმად, მისი სამივე თვითმფრინავი და მისი თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებული იყო Nordwind Airline-თან, რომელიც რუსული ტურისტული სააგენტო Pegas Touristik-ს ეკუთვნის.

კომპანია 2022 წლის ზაფხულში თბილისი-ანტალიას შორის ფრენებს ასრულებდა. Southwind Airlines-ი, ამ დროისთვის, საქართველოში არ ოპერირებს.