რას ნიშნავს იყო ევროკავშირის ოჯახის წევრი? ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ, რას ნიშნავს მათთვის, იყო ევროკავშირის ოჯახის წევრი. Europetime ელჩების მიმართვას გთავაზობთ:
- თომას მიულმანი, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი: ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.
- ანა მარია შიკო, უნგრეთის ელჩი: შესაძლებლობებს ახალგაზრდა თაობისთვის, მომავლისთვის.
- პიტერ ფიშერი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი: თავისუფლების, მშვიდობისა და ეკონომიკის, სოციალური და გარემოს დაცვის სფეროების რეგულირების სივრცე.
- მარკოს გრანადოს გომესი, ესპანეთის სამეფოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული: ეს იყო რეალურ სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები ყველასათვის. ეს იყო დემოკრატიის დამყარება.
- ანე ტოფტ სორენსენი, დანიის ელჩი: მშვიდობა, კეთილდღეობა და გავლენა
- მარიუშ პიეტრჟაკი, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული: ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 450 მილიარდი ევროთი გაიზარდა.
- რინა კალიურანდი, ესტონეთის ელჩი: ჩვენ მოვახერხეთ და შევუერთდით ევროზონას, რამაც ფინანსური სტაბილურობა მოგვიტანა.
- მასიმილიანო დ'ანტუონო, იტალიის რესპუბლიკის ელჩი: იტალიისთვის ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის, ორმხრივი ზრდისა და საერთო უსაფრთხოების პროექტს.
- შერაზ გასრი, საფრანგეთის ელჩი: რომელსაც შეუძლია დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი თავისუფლებები და ჩვენი ღირებულებები.
- რაზვან როტუნდუ, რუმინეთის ელჩი: ამჟამად ქვეყანა განვითარების უპრეცედენტო დონეზე იმყოფება.
- მარია თეოდორუ, საბერძნეთის ელჩი: ევროკავშირში გაწევრიანება მიიჩნეოდა, როგორც ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოების მოდერნიზაციისა და განვითარების მთავარი ფაქტორი.
- ლოლიტა ლენკევიჩა - მრჩეველი, ლატვიის რესპუბლიკის საელჩო: როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ჩვენ უსაფრთხო, წესებზე დაფუძნებულ სამყაროს ვაშენებთ.
- პეტრ კუბერნატი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი: ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა.
- მატუშ ბუშოვსკი, სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი: ევროკავშირის წევრობა არის თანამეგობრობის ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობის, მუშაობის და სწავლის თავისუფლება.
- მიშელ პიტერმანსი, ბელგიის სამეფოს ელჩი: ევროკავშირი მტკიცედ უმკლავდება არსებულ გამოწვევებს და ამასთან, უარს არ ამბობს ევროპულ მოდელზე, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას პიროვნების, თითოეული ადამიანის პატივისცემას ანიჭებს.
- საულიუს ვალაინისი - მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო: ჩვენ თავს დაცულად ვგრძნობთ და ნათლად ვხედავთ ჩვენი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური არჩევანის დადებით მხარეებს.
- ანა ლიბერგი, შვედეთის სამეფოს ელჩი: ევროკავშირის წევრობით გაძლიერდა ჩვენი შესაძლებლობები ტრანსნაციონალურ გამოწვევებთან ბრძოლაში.
- ვესელინ ვალკანოვი, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი: სამშვიდობო პროექტში გაწევრიანებას სულიერი სიმშვიდეც მოაქვს.
- მელინე არაკელიანი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი: ევროკავშირი ჩვენი სახლია
- პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში: თუ გსურთ გაიგოთ მეტი ევროკავშირისა და საქართველოში ჩვენი საქმიანობის შესახებ, შემოგვიერთდით 11 მაისს, ექსპო ჯორჯიაში! ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე!