“ფინანსური სტაბილურობა, მშვიდობა, კეთილდღეობა, საერთო უსაფრთხოება“ - ელჩები განმარტავენ, რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა

რას ნიშნავს იყო ევროკავშირის ოჯახის წევრი? ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ, რას ნიშნავს მათთვის, იყო ევროკავშირის ოჯახის წევრი. Europetime ელჩების მიმართვას გთავაზობთ:


  • თომას მიულმანი, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი: ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.
  • ანა მარია შიკო, უნგრეთის ელჩი: შესაძლებლობებს ახალგაზრდა თაობისთვის, მომავლისთვის.
  • პიტერ ფიშერი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი: თავისუფლების, მშვიდობისა და ეკონომიკის, სოციალური და გარემოს დაცვის სფეროების რეგულირების სივრცე.
  • მარკოს გრანადოს გომესი, ესპანეთის სამეფოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული: ეს იყო რეალურ სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები ყველასათვის. ეს იყო დემოკრატიის დამყარება.
  • ანე ტოფტ სორენსენი, დანიის ელჩი: მშვიდობა, კეთილდღეობა და გავლენა
  • მარიუშ პიეტრჟაკი, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული: ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 450 მილიარდი ევროთი გაიზარდა.
  • რინა კალიურანდი, ესტონეთის ელჩი: ჩვენ მოვახერხეთ და შევუერთდით ევროზონას, რამაც ფინანსური სტაბილურობა მოგვიტანა.
  • მასიმილიანო დ'ანტუონო, იტალიის რესპუბლიკის ელჩი: იტალიისთვის ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის, ორმხრივი ზრდისა და საერთო უსაფრთხოების პროექტს.
  • შერაზ გასრი, საფრანგეთის ელჩი: რომელსაც შეუძლია დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი თავისუფლებები და ჩვენი ღირებულებები.
  • რაზვან როტუნდუ, რუმინეთის ელჩი: ამჟამად ქვეყანა განვითარების უპრეცედენტო დონეზე იმყოფება.
  • მარია თეოდორუ, საბერძნეთის ელჩი: ევროკავშირში გაწევრიანება მიიჩნეოდა, როგორც ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოების მოდერნიზაციისა და განვითარების მთავარი ფაქტორი.
  • ლოლიტა ლენკევიჩა - მრჩეველი, ლატვიის რესპუბლიკის საელჩო: როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ჩვენ უსაფრთხო, წესებზე დაფუძნებულ სამყაროს ვაშენებთ.
  • პეტრ კუბერნატი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი: ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა.
  • მატუშ ბუშოვსკი, სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი: ევროკავშირის წევრობა არის თანამეგობრობის ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობის, მუშაობის და სწავლის თავისუფლება.
  • მიშელ პიტერმანსი, ბელგიის სამეფოს ელჩი: ევროკავშირი მტკიცედ უმკლავდება არსებულ გამოწვევებს და ამასთან, უარს არ ამბობს ევროპულ მოდელზე, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას პიროვნების, თითოეული ადამიანის პატივისცემას ანიჭებს.
  • საულიუს ვალაინისი - მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო: ჩვენ თავს დაცულად ვგრძნობთ და ნათლად ვხედავთ ჩვენი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური არჩევანის დადებით მხარეებს.
  • ანა ლიბერგი, შვედეთის სამეფოს ელჩი: ევროკავშირის წევრობით გაძლიერდა ჩვენი შესაძლებლობები ტრანსნაციონალურ გამოწვევებთან ბრძოლაში.
  • ვესელინ ვალკანოვი, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი: სამშვიდობო პროექტში გაწევრიანებას სულიერი სიმშვიდეც მოაქვს.
  • მელინე არაკელიანი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი: ევროკავშირი ჩვენი სახლია
  • პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში: თუ გსურთ გაიგოთ მეტი ევროკავშირისა და საქართველოში ჩვენი საქმიანობის შესახებ, შემოგვიერთდით 11 მაისს, ექსპო ჯორჯიაში! ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე!