ჩრდილოეთ კორეასთან კონკურენციის ფონზე, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის მეორე სადაზვერვო თანამგზავრი, რომელიც ფლორიდის შტატში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან SpaceX-ის Falcon 9-ის რაკეტით გაუშვეს, ორბიტაზე წარმატებით განთავსდა.
სამხრეთ კორეის მიერ ამერიკულ კომპანია SpaceX-თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2025 წლისთვის კომპანიამ ორბიტაზე სამხრეთ კორეის 5 სადაზვერვო თანამგზავრი უნდა განათავსოს.
სამხრეთ კორეის პირველი სადაზვერვო თანამგზავრი SpaceX-მა რაკეტა Falcon 9-ის გამოყენებით კალიფორნიის ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან პირველ დეკემბერს წარმატებით გაუშვა. სადაზვერვო თანამგზავრების ერთმანეთის მიყოლებით გაშვება, ჩრდილოეთ კორეასთან კონკურენციის ფონზე, კოსმოსში სამხედრო შესაძლებლობებზე უპირატესობის მოპოვებას უკავშირდება.
ფხენიანმა გასული წლის 21 ნოემბერს ორბიტაზე სადაზვერვო თანამგზავრი განათავსა.