8 აპრილს გაეროს უზენაეს სასამართლოში დაიწყო წინასწარი მოსმენა, რომლის მიზანია, შეაჩეროს გერმანიის მიერ ისრაელის სამხედრო და სხვა სახის დახმარება. ნიკარაგუა აცხადებს, რომ ისრაელისთვის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო დახმარების აღმოჩენა და უარის თქმა გაეროს იმ უწყების დაფინანსებაზე, რომელიც პალესტინელთა დახმარებას ითვალისწინებს, „გერმანია ხელს უწყობს გენოციდს და არცერთ შემთხვევაში არ ასრულებს თავის ვალდებულებას, რომ ხელი შეუშალოს გენოციდის განხორციელებას.“
8 აპრილს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ ნიკარაგუას საჩივრის წინასწარი განხილვა დაიწყო. ქვეყანა ამტკიცებს, რომ გერმანია ისრაელისთვის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით, აგრეთვე ჰუმანიტარული სააგენტო UNRWA-ს დაფინანსების შეჩერებით, „ხელს უწყობს გენოციდის ჩადენას.“
ნიკარაგუა სთხოვს სასამართლოს, გამოიყენოს ე.წ. დროებითი ზომები, ვიდრე საქმე სრულად განიხილება. გასულ კვირას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა სებასტიან ფიშერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინი უარყოფს მის მიმართ ბრალდებებს. „გერმანიას არ დაურღვევია არც გენოციდის პრევენციის კონვენცია და არც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ამას დეტალურად განვმარტავთ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე,“ - განაცხადა ფიშერმა.
ცნობილია, რომ ისრაელი უარყოფს მტკიცებას, რომ მისი არმიის ქმედებები ღაზას სექტორში, ჰამასის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში, გენოციდად ითვლება. ეს არ არის პირველი საჩივარი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში - მანამდე სამხრეთ აფრიკამ შეიტანა საჩივარი ისრაელის წინააღმდეგ და დაადანაშაულა ის პალესტინის მოსახლეობის გენოციდში. საჩივარს შეუერთდა კიდევ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, ირლანდია. იანვარში, იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ დროებითი ზომების შესახებ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა ღაზის სექტორში გენოციდის მოქმედებების აღსაკვეთად, მაგრამ სასამართლოს არ უბრძანებია ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა.