9 აპრილს, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება!
"შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის!
ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!
ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!
კი ევროპას! არა რუსულ კანონს" - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, სამართლიანი არჩევნების და სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ერობლივი ღონისძიების ანონსს.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
-
ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
-
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია