გერმანია დაახლოებით 7 მილიარდი ევროს ღირებულების გემებისა და ჯავშანტრანსპორტიორების შესყიდვას გეგმავს - Bloomberg

გერმანიის მმართველი კოალიცია შეიარაღებული ძალების ყოვლისმომცველი მოდერნიზაციისთვის 7 მილიარდი ევროს (7,6 მილიარდი აშშ დოლარი) დახარჯვას გეგმავს. კერძოდ, ბერლინი ორი საზღვაო ფრეგატის და ასობით ჯავშანტრანსპორტის შეკვეთას გეგმავს.


ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცების ცნობით, გერმანიის მთავრობა გამოიყენებს შესაძლებლობას, რომ შეიძინოს ორი დამატებითი საზღვაო ფლოტის F126 ფრეგატი დაახლოებით 3 მილიარდ ევროდ, რითაც მათი საერთო რაოდენობა ექვსს მიაღწევს.

ხსენებული გეგმები გერმანიის მცდელობების ნაწილია, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, ბუნდესვერის მოდერნიზება მოახდინოს.