რუს ოფიციალურ პირებთან საუბარი ჩვენს ინტერესებში აღარ შედის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა.
„რუს ოფიციალურ პირებთან დისკუსიები ჩვენს ინტერესებში არ შედის, რადგან კომუნიკეები, რომლებიც ქვეყნდება სიცრუეს წარმოადგენს“, - განაცხადა სტეფან სეჟურნემ.
სეჟურნემ აღნიშნა, რომ მოსკოვთან დიალოგის განახლების მიზნით საჭიროა, რომ პირველ რიგში ნდობა აღდგეს.
„ალბათ, პირველ რიგში საჭიროა ნდობის დამყარება და უპირველეს ყოვლისა, უკრაინაში სამხედრო ფრონტზე მოვლენების განვითარების დანახვა, რათა ურთიერთობები აღდგეს. ეს ჯერ ასე არ არის,“ - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შორის 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.