თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, თურქეთი ისრაელს სავაჭრო შეზღუდვებს უწესებს.
უწყების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ძალაში იქამდე დარჩება, ვიდრე „ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას არ გამოაცხადებს და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესაბამის და შეუფერხებელ ნაკადს არ დაუშვებს.“
თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს გადაწყვეტილება, ისრაელში 54 სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
თურქეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც 8 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ის ისრაელის წინააღმდეგ შესაბამის ზომებს მიიღებდა, რადგან, როგორც თვითონ აღნიშნა, ისრაელმა თურქეთს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდების საშუალება არ მისცა.
როგორც ცნობილია, თურქეთს ისრაელის მიმართ კრიტიკული პოზიცია აქვს და ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო, მას ომის დანაშაულშიც კი სდებს ბრალს. ანკარა „ჰამასს“ აშშ-სგან და ევროკავშირისგან განსხვავებით „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებად არ თვლის და უფრო მეტიც, მიმდინარე ომის განმავლობაში, თურქეთს მასთან კომუნიკაციაც ჰქონდა.