უკრაინა რუსეთის ვორონეჟის რეგიონში, საავიაციო ცენტრს თავს დაესხა

უკრაინის თავდაცვის დაზვერვამ რუსეთის ვორონეჟის რეგიონში, ბორისოგლებსკის საავიაციო სასწავლო ცენტრზე თავდასხმა 9 აპრილის ღამეს განახორციელა, იტყობინება RBC-უკრაინას სამხედრო წყაროები. წყაროები ამბობენ, რომ ვორონეჟის ოლქის ბორისოგლებსკში საავიაციო სასწავლო ცენტრზე თავდასხმის უკან თავდაცვის დაზვერვა იდგა.


მნიშვნელოვნად დაზიანდა მთავარი საწარმოო საამქრო. DI-ს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა თავდასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„დიახ, ეს არის საავიაციო ქარხანა. ეს არის ის, რასაც ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ სხვადასხვა წყაროდან. დეტალებს არ ვამხელთ, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდ ძირითადი საწარმოო ობიექტები,“ აღნიშნა იუსოვმა.


ეს არის არის საგანმანათლებლო საავიაციო ცენტრი, რომელიც მფრინავებს ამზადებს. ცენტრი რუსი მფრინავების მეორე სკოლაა, რომელიც 1922 წელს დაარსდა.

რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, გამთენიისას აფეთქებები იყო ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბორისოგლებსკის საავიაციო ცენტრის ტერიტორიაზე, რომელსაც უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.

ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის თანახმად, შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა, „ხმელეთზე შედეგები“ კი „დასაზუსტებელია“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ვორონეჟის ოლქში ჩამოაგდეს ორი უკრაინული დრონი.

რუსეთის რეგიონების ნაწილზე დრონებით შეტევა პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.