ევროკავშირმა უკრაინას 167 გენერატორის სახით გადაუდებელი დახმარება გაუგზავნა.
ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ მიიღო.
ევროკომისიის ცნობით,ავსტრიამ, გერმანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით 157 სხვადასხვა სიმძლავრის ელექტრო გენერატორის მობილიზება შეძლეს, ხოლო ევროკავშირმა საკუთარი რეზერვიდან 3.57 მილიონი ევროს ღირებულების მაღალი სიმძლავრის 10 ელექტრო გენერატორი უზრუნველყო.
კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისრის, იანეზ ლენარჩიჩის თქმით, რუსეთის გეგმას უკრაინის სიბნელეში ჩაძირვის შესახებ წარმატება არ უწერია, რადგან ევროკავშირი 24 საათის განმავლობაში მუშაობს უკრაინაში ენერგომომარაგების შესანარჩუნებლად.
„ეს ხაზს უსვამს კრიზისზე ეფექტური რეაგირებისთვის მზადყოფნის მნიშვნელობას. მადლობას ვუხდი ავსტრიას, გერმანიას, შვედეთს და ნიდერლანდებს დაუყოვნებელი შეთავაზებებისთვის, მიეწოდებინათ უკრაინისთვის გენერატორებით ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით,“ - აღნიშნა ევროკომისარმა.