ვოლკერი: ჭკვიანური იქნებოდა, საჰაერო თავდაცვის გუმბათი ყოფილიყო მიკოლაივიდან რუმინეთამდე

ამერიკელი დიპლომატი და აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი RBC-Ukraine-თან ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იდეას საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შესაძლო განთავსების შესახებ უკრაინაში. ის იზიარებს მოსაზრებას, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხი მაგიდაზე უნდა იდოს.

„მაკრონი მხოლოდ იმას ამბობდა, რომ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ, არ უნდა გამოვრიცხოთ სახმელეთო ჯარები. და სრულიად ვეთანხმები, არ უნდა გამოვრიცხოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ახლა უნდა გავაკეთოთ. ამას ის არ ამბობს. ის ამბობს, რომ ეს საკითხი მაგიდაზე უნდა იდოს.


ჩვენ ვაძლევთ იარაღს და საბრძოლო მასალას უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის, მაგრამ რეალობა ის არის, რომ NATO-ს ქვეყნები ესაზღვრებიან უკრაინას.

ჩვენ უკვე გვქონდა რაკეტების გაშვების შემთხვევები პოლონეთის საჰაერო სივრცეში. და ეს რაკეტები და თვითმფრინავები გამიზნულია მშვიდობიანი მოსახლეობისკენ. სავსებით გონივრულია, NATO-ს ქვეყნებმა დაიწყონ ფიქრი რაკეტებისა და თვითმფრინავების ჩამოგდებაში დახმარების შესახებ, რომლებიც თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას, რადგან ისინი რეალურად საფრთხეს უქმნის NATO-საც.


ვფიქრობ, ასევე ჭკვიანური იქნებოდა საჰაერო თავდაცვის გუმბათის ქონა მიკოლაივიდან რუმინეთამდე. ეს ძალიან კარგი იქნება ტრანსპორტის უსაფრთხოებისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და გემების უსაფრთხოებისთვის,“ ამბობს ვოლკერი.