უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული, საჰაერო განგაში გამოცხადდა. დეტალების დაკონკრეტების გარეშე ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერმა დმიტრო პლეტენჩუკმა გაავრცელა ცნობა, რომ ყირიმში ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენი „KA-27“.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ქალაქში დროებით აიკრძალა სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის მიმოსვლა. ავტოტრანსპორტისთვის დაიკეტა ყირიმის ხიდი.
სევასტოპოლს, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი სამხედრო ბაზა მდებარეობს, უკრაინის თავდაცვის ძალები პერიოდულად უტევენ რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინას დღევანდელ სავარაუდო იერიშსა და მის სამიზნეებზე ჯერ არაფერი უთქვამს.