რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან რუსული „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთი ამტკიცებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, „მი-24“ - ის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური პრობლემა გახდა.
ვერტმფრენის ეკიპაჟის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
მანამდე უკრაინელებმა გაავრელეს ინფორმაცი, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსული ვერტმფრენი „კა-27“ ჩამოაგდეს.