ევროკომისიამ უკრაინას აპრილისთვის ფინანსური დახმარება გამოუყო.
დახმარების მოცულობა 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს.
„უკრაინისთვის წინასწარი დაფინანსების მეორე ტრანში 1,5 მილიარდი ევროს ოდენობით აპრილში იგეგმება, შეთანხმებული პირობების შესრულების დადებითი შეფასების გათვალისწინებით,“-ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით 4,5 მილიარდი ევრო უკვე გადაურიცხა.
ჯოზეფ ბორელის ცნობით, ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანში დღეს, 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტიდან გადაურიცხა.
„უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდამჭერი ჩვენი 50 მილიარდი ევროს პაკეტიდან 4,5 მილიარდი ევროს გადახდა განვახორციელეთ“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა 20 მარტს.