სამხრეთ კორეაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა.
BBC-ს ცნობით, სამხრეთ კორეის ეროვნულ ასამბლეაში „დემოკრატიულმა პარტიამ“ და მცირე ზომის ოპოზიციურმა პარტიებმა 300 ადგილიდან 192 მოიპოვეს.
„ეს არა მხოლოდ „დემოკრატიული პარტიის“ გამარჯვება, არამედ ხალხის დიდი გამარჯვებაა,“ - განაცხადა „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ლი ჯე-მიუნგმა.
საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მმართველი „ხალხის ძალის პარტიის“ ლიდერმა, ჰან დონ-ჰუნმა თანამდებობა დატოვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრიც, ჰან დაკ-სუც გადადგება.