ინდოეთი სამხედრო ატაშეებს ათ ახალ ქვეყანაში გზავნის.
პირველად სამხედრო წარმომადგენელი სომხეთშიც დაინიშნება.
როგორც სომხური მედია ინდურ რესურს PTI-ზე დაყრდნობით წერს, ინდოეთი მთავარ აქცენტს აფრიკის ქვეყნებზე აკეთებს.
„ზოგიერთმა მათგანმა უკვე დაიწყო მუშაობა ახალ პოზიციებზე. მომდევნო ეტაპზე სხვადასხვა ქვეყანაში 10 ახალი სამხედრო ატაშე გაიგზავნება, სადაც განსაკუთრებული აქცენტი იქნება იარაღის ექსპორტიორ ქვეყნებზე.“ - განაცხადა გამოცემის თანამოსაუბრემ.
როგორც სომხური მედია წერს, ინდოეთმა სომხეთთან უკვე შეათანხმა, ამ ქვეყნოსთვის Pinaka-ს ტიპის მრავალლულიანი სარაკეტო გამშვები მოწყობილობების, Akash-ის მოკლე რადიუსის საზენიტო სარაკეტო სისტემისა და რამდენიმე სხვა ინდური წარმოების იარაღის მიწოდება.
„ეს პირველი შემთხვევაა, როცა სომხეთში სპეციალურად სამხედრო ატაშე ინიშნება,“ - ხაზგასმით აღნიშნა წყარომ. ინდოეთის ახალი სამხედრო წარმომადგენლები ასევე გაიგზავნებიან ჯიბუტიში, კოტ-დ'ივუარში, მოზამბიკში, პოლონეთში, ტანზანიაში, ფილიპინებსა და ეთიოპიაში.