უჟჰოროდი ხდება უკრაინის პირველი რეგიონული ცენტრი, რომელიც ევროპას ევროპული ლიანდით დაუკავშირდება. საუბარია ევროლიანდის - რელსებს შორის დადგენილ ევროპული მანძილის შესაბამის სარკინიგზო მონაკვეთზე.
დაიწყო ევროპული სარკინიგზო ხაზის პროექტის მშენებლობა, რომლის შედეგად, უჟჰოროდი გახდება უკრაინის პირველი რეგიონული ცენტრი, რომელიც ევროპას ამ გზით დაუკავშირდება.
რკინიგზის პროექტი ითვალისწინებს ევროპული სტანდარტების 22-კილომეტრიანი ხაზის მშენებლობას. მისი დასრულების შემდეგ, რკინიგზა უზრუნველყოფს პირდაპირ სამგზავრო მარშრუტებს უჟჰოროდიდან ევროპის რამდენიმე მიმართულებით. Ukrzaliznytsia-ს აღმასრულებელი დირექტორის ევგენ ლიაშჩენკოს თქმით, პროექტის მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს, ძირითადი მშენებლობა კი, მაისში დაიწყება. პროექტი $33 მილიონი დაჯდება და მისი 50% ევროკავშირის გრანტით ფინანსდება.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, პროექტი შესაძლებელს გახდის პირდაპირი სარკინიგზო კომუნიკაციის დაწყებას ტრანსკარპათიისა და ვენის რეგიონულ ცენტრთან, ბრატისლავასთან, კოშიცესთან, ბუდაპეშტთან, პრაღასთან, ბუქარესტთან, დრეზდენთან და ბელგრადთან.
„პროექტის განხორციელება შექმნის სატრანსპორტო კვანძს უჟჰოროდში, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების მოსახერხებელ და სწრაფ გადაყვანას,“ აღნიშნა დენის შმიგალმა. მშენებლობა ფინანსდება ევროპის დამაკავშირებელი მექანიზმის მეშვეობით, რომელსაც უკრაინა 2023 წელს შეუერთდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამომავლოდ, ლვოვიდან და ჩერნივციდან რკინიგზის მშენებლობა იგეგმება.