დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ლაზერული იარაღის პროტოტიპის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ლაზერული იარაღის პროტოტიპის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ გრანტ შაპსის თქმით, ეს უკრაინისთვის ნიშნავს დრონებისა და რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას. 


ცნობისთვის, DragonFire-ს ვითმფრინავებისა და რაკეტების ჩამოგდება შეუძლია.

ეს იარაღი ხმაურის გარეშე მოქმედია და მას ადამიანის თვალი ვერ ამჩნევს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სისტემა საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ჩამოაგდოს ჭურვები, რომლებიც უფრო სწრაფად მოძრაობენ, ვიდრე, მაგალითად, ბალისტიკური რაკეტები. იარაღის მთავარი მახასიათებელი ასევე არის ლაზერული იარაღის დაბალი ღირებულება.