რეგიონში ესკალაციის საფრთხე: აშშ ჩინეთსა და თურქეთს ირანის შეკავებისკენ მოუწოდებს

ვაშინგტონი შიშობს, რომ თეირანის შესაძლო პასუხი დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმაზე, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთის, თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას, მათ მოუწოდა, დაარწმუნონ ირანი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციისგან თავშეკავების აუცილებლობაში.


ამის შესახებ ჟურნალისტებს ხუთშაბათს, 11 აპრილს, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა მეთიუ მილერმა განუცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში სიტუაციის გამწვავება "არავის ინტერესებშია" და რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად ვაშინგტონი დიპლომატიური არხებით და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობს.