საქართველოსა და უკრაინას აკავშირებთ მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უკრაინის სამშვიდობო სამიტზე მოწვევასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. მან აღნიშნა, რომ საქართველო საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.
„საქართველოსა და უკრაინას აკავშირებს მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა აკავშირებს, მათ შორის, ჩვენს ხალხებსაც და ჩვენ ძალიან მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას. ეს არის როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ასევე ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ვისაუბროთ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც შეგვიძლია, შემდგომში განვახორციელოთ ჩვენს პარტნიორებთან,“ - განაცხადა კობახიძემ.