პოლონეთის პრემიერ დოლნალდ ტუსკის განცხადებით, ევროპა ახლა ეძებს საბრძოლო მასალას უკრაინისთვის. ამ საკითხში კი, მთავარი პრობლემა ფული არ არის.
„ევროპა საკმარისად მდიდარია იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას და მიაწოდოს იარაღი და საბრძოლო მასალა. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია არ არის ადაპტირებული ამასთან,“ - განაცხადა ტუსკმა.
ამავე დროს, მან დასძინა, რომ არ აქვს ალტერნატივა იმ მოსაზრებას, რომ ევროკავშირი უნდა გახდეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო ძალა, რათა თავი დაცულად იგრძნოს ევროპის კონტინენტზე.
„ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებსა და გავლენას ევროპაში და ბრიუსელში ჩვენი პარტნიორების მობილიზებისთვის, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა ევროპაში,“ - განმარტა ტუსკმა.