რუსეთის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ თავის ჯარებს უბრძანა, 9 მაისამდე აიღონ ჩასივ იარი, - ამის შესახებ 14 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
„რიცხვითი უპირატესობისა და სხვადასხვა სამოტივაციო ფაქტორების გამოყენებით, მათ შორის, ხალხის დახვრეტით, მტრის ქვეითი ცალკეული ჯგუფები შევიდნენ ნოვის მიკრორაიონში, სადაც ისინი გაანადგურეს FPV-კამიკაძე დრონების თავდასხმებით და საარტილერიო ცეცხლით," - აღნიშნა გენერალმა სირსკიმ.
უკრაინის სარდლობის ცნობით, მტერი ასევე კონცენტრირებას ახდენს ბახმუტის დასავლეთით „ჩვენი თავდაცვის გარღვევის, სევერსკის დონეცის არხთან მისასვლელად,დასახლების ჩასოვ იარის დასაპყრობად და კრამატორსკის აგლომერაციაში შემდგომი წინსვლის პირობების შესაქმნელად," - ამბობს სირსკი.
სირსკის თქმით, რუსული ჯარები საშტურმო ჯგუფებითა და ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით შეტევას აწარმოებენ ლიმანსკისა და ბახმუტის მიმართულებით, ხოლო პოკროვსკში ისინი ათობით ტანკისა და ქვეითი საბრძოლო მანქანის გამოყენებით ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის თავდაცვა. შეტევებში მტერს ხელს უწყობს მშრალი და თბილი ამინდი.
„მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის ჯარები ზოგჯერ ახერხებენ ტაქტიკური წარმატებების მიღწევას,“ - წერს გენერალი სირსკი.
რუსეთი შესაძლოა, გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებოდეს დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპორიჟიის რეგიონების უმეტესობის ხელში ჩასაგდებად, - ამის შესახებ Financial Times-ი უკრაინელ და დასავლელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იუწყება.
ამ კვირაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა პარტნიორები უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემცირების შესახებ მას შემდეგ, რაც მასიური რუსული სარაკეტო და თვითმფრინავების დარტყმებმა მწყობრიდან გამოიყვანა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურა მათ შორის, ხარკოვში.