აშშ-ის ძალებმა ისრაელზე თავდასხმის დროს ცალმხრივი თავდასხმის 80-ზე მეტი დრონი და სულ მცირე 6 ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, ოპერაცია მოიცავდა ბალისტიკური რაკეტის განადგურებას მის გამშვებზე და შვიდი უპილოტო საფრენი განადგურებას იემენის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ აკონტროლებენ.
„ირანის უწყვეტი უპრეცედენტო, მავნებლური და უგუნური ქცევა საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და აშშ-ისა და კოალიციის ძალების უსაფრთხოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.