ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს.
„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასული წლის დეკემბერში მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, გაწევრიანების ტრაექტორიას და ის საქართველოს ევროპასთან კი არ დააახლოებს, არამედ, დააშორებს,“ – წერს მიშელი სოციალურ პლატფორმა X-ზე.