საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა და ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები, – ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ლევან იოსელიანის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შეკრების მონიტორინგს.